საპატრიარქოს განცხადება
საპატრიარქო აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცველების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქო მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს და სხვა პირებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს. საპატრიარქოსთვის უაღრესად შემაშფოთებელია აქციებში სკოლის მოსწავლეთა და არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული განცხადებაც, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ. შეგახსენებთ, ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.
