საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები წარმოებაში არ მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი.
