შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 34 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 34 ადამიანი დააკავეს.
