რადიკალური ჯგუფების აქტივისტები სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ცდილობენ
რადიკალური ჯგუფების აქტივისტები სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ცდილობენ. ვრცელდება ვიდეო,რომლის მიხედვითაც აქტივისტი ერთ-ერთი სკოლაში შეიჭრა და არასრულწლოვნებს მიმართა - გავიდნენ გარეთ. კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც სკოლასთან აქციებს უწევდა ორგანიზებას და მოსწავლეებს ჩართვისკენ მოუწოდებდა, მშობლები დაუპირისპირდნენ. განათლების სამინისტრო ყველას მიმართავს, თუ ფლობს ინფორმაციას, სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე, 200 220. პოლიტიკური პროტესტის საგანმანათლებლო სივრცეში შეტანას მმართველ გუნდში აფასებენ.
