ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, დახმარება „სტინგერის“ რაკეტებს, უპილოტო საჰაერო სისტემებს, საბრძოლო მასალას საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, „ჯაველინისა“ და ჯავშანტექნიკას მოიცავს. ცნობაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და 50-ზე მეტი ქვეყანა გაერთიანებულია, რათა უკრაინას ჰქონდეს ის შესაძლებლობა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
