ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელისგან მიღებულ წერილს საგარეო საქმეთა მინისტრი აფასებს
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელისგან მიღებულ წერილს საგარეო საქმეთა მინისტრი აფასებს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, წერილი, ერთი მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და ეუთოს შორის ურთიერთობის გამყარებაში, მეორე მხრივ კი, ეს არის მორიგი დასტური და აღიარება იმისა, რომ სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კონკურენტულად აფასებს და ამავე არჩევნების შედეგებით არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
