რუსთაველის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილზე გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილზე გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ტერიტორია დაასუფთავეს თბილსერვისის ჯგუფის თანამშრომლებმა. საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, წინა დღეების მსგავსად, მალევე გასცდა კანონის ფარგლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ, აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წევრები სამართალდამცველებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ესროდნენ სხვადასხვა ნივთებს, იყო ვანდალიზმის ფაქტები. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს.
