არასრულწლოვანებს ამოფარებული რადიკალები - ასე უწოდებს სახელისუფლებო პარტია ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვის მცდელობას
არასრულწლოვანებს ამოფარებული რადიკალები - ასე უწოდებს სახელისუფლებო პარტია ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვის მცდელობას. ბავშვები აგრესიული საპროტესტო აქციის წინა ხაზზე და პოლიტიკური პროტესტის საგანმანათლებლო სივრცეში შეტანა - ეს ის გეგმაა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, ბოლო დღეებში სისრულეში მოჰყავს. „ქართულ ოცნებაში“ ამგვარ ქმედებებს ამორალურს უწოდებენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია მსგავს პროცესებში არასრულწლოვანთა გამოყენება პირადი პოლიტიკური და რევოლუციური გეგმების განსახორციელებლად.
