„ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტ გივი კუჭავას წაართვეს აირწინაღი, რომელსაც ჟურნალისტები რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იყენებენ და მიკროფონის ე.წ. ღრუბელი, რომელზეც ტელევიზიის ლოგოა დატანილი. ტელეკომპანია „იმედი“ ითხოვს, ჩვენს გადამღებ ჯგუფებს მიეცეთ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება.
