აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის შეიკრიბნენ
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის შეიკრიბნენ. წინა დღეების მსგავსად, აქციის მონაწილე გარკვეულმა ჯგუფებმა მალევე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები, რაც პარლამენტის წინა შესასვლელთან განლაგებულ საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებით გამოიხატა. მოძალადე ჯგუფის წევრები პოლიციას ესროდნენ სხვადასხვა საგანს, ქვებს, შუშის ბოთლებს და პიროტექნიკას.
