ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარუდგინა
ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა, ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი ბრეგაძეს მადლობა გადაუხადა.
