პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი
პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დავით სონღულაშვილის მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. პრემიერ-მინისტრმა უწყების მიღწევებში ყოფილი მინისტრის, ოთარ შამუგიას წვლილზეც ისაუბრა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
