მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირების
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირების. ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამების შეწყვეტის თაობაზე. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს და მისი ვარაუდით, ასეთი ინფორმაციები მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას. ამ თემაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმაც , რომელმაც ისაუბრა ეროვნულ სასწავლო მიზნებში შეტანილ ცვლილებებზე.
