რადიკალები საპროტესტო აქციებსა და ძალადობრივ ქმედებებში ბავშვებს რთავენ
რადიკალები საპროტესტო აქციებსა და ძალადობრივ ქმედებებში ბავშვებს რთავენ. ვნახეთ გუშინ ბავშვი სამართალდამცველების წინააღმდეგ, დღეს კი სხვადასხვა ქალაქებში სკოლის მოსწავლეები მართავენ აქციას. პროცესებში ბავშვების ჩართვას ცდილობს სალომე ზურაბიშვილიც. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების ჯერია. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. ხელისუფლებისთვის საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება დაუშვებელია.
