რუსთაველის გამზირზე, ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანდა 21 თანამშრომელი
რუსთაველის გამზირზე, ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანდა 21 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ჯამში ჯანმრთელობის დაზიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, ოთხი კი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
