უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა
უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი მმართველობის ცნობით, რუსულმა დრონმა მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულს დაარტყა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დრონებით იერიშების შესახებ იუწყებიან ჩერგიგივისა და ხარკოვის მიმართულებებზე.
