აქციაზე სამართალდამცველებს გაურკვეველი საგანი ესროლა მცირეწლოვანმა
აქციაზე სამართალდამცველებს გაურკვეველი საგანი ესროლა მცირეწლოვანმაც . ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ესვრის მოზარდი სამართალდამცველებს საგანს. შემთხვევა სავარაუდოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა , რომელშიც მოუწოდა მშობლებს, ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები. სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი. სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მცირეწლოვანი ბავშვები შეინიშნებიან, შეშფოთებას გამოხატავს იურიდიული დახმარების სამსახურიც.
