უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
