ავსტრალიაში მცხოვრები ქართველები განცხადებას ავრცელებენ
ავსტრალიაში მცხოვრები ქართველები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს და მათ მხარდამჭერებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს.
„არჩევნებისას ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, სტაბილურობას, ევროკავშირისკენ ღირსეულად სვლას და ხელისუფლებაში აირჩია „ქართული ოცნება“. ამავე დროს, პარლამენტში მოხვდა 4 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც, სამწუხაროდ, არ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმური შედეგები და პროცესები გადაიტანეს ქუჩაში.
მათმა ქმედებებმა მიიღო რადიკალური დესტაბილიზაციის ფორმა, გამოიწვია მასობრივი არეულობები, ძალადობრივი დაპირისპირებები, რიგითი მოქალაქეების და სამართალდამცველების დაზიანება, თავდასხმა, სახელმწიფოს განადგურება.
ვგმობთ ნებისმიერ მსგავს ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს!“,- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ავსტრალიაში მყოფი ქართველები.
