საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს იგი შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას. მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველმა პირებმა ელექტრონულ ფაილზე დაიტანეს მისი სახელი და გვარი და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. განცხადება გაავრცელა რობერ შუმანის ევროპულმა სასწავლებელმაც, რომელშიც წერია, რომ აგრძელებენ სასწავლო პროცესს.
