მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა. ირაკლი კობახიძემ, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. აღნიშნა, რომ პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია. მან ასევე განაცხადა, რომ თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის არჩევნებზე და გუშინ, საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე.
