გასული 24 საათის გამავლობაში რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი
გასული 24 საათის გამავლობაში რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი. 20-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაზარალებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია. რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში კიევზეც მიიტანა. შედეგად, ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით უკრაინის მხრიდან გაშვებული 29 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
