შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულია 50 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულია 50 ადამიანი. არსებული ინფორმაციით დაკავებულებიდან 10-მდე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ადმინისტრაციულ საქმეებს. მათ, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან
