შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი „ბრიკსისი“ ქვეყნებს ტარიფების 100 პროცენტით გაზრდით ემუქრება, თუ კი ისინი ამერიკულ დოლარზე უარს იტყვიან და ალტერნატიულ ვალუტაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადებენ
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი „ბრიკსისი“ ქვეყნებს ტარიფების 100 პროცენტით გაზრდით ემუქრება, თუ კი ისინი ამერიკულ დოლარზე უარს იტყვიან და ალტერნატიულ ვალუტაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადებენ. ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „სოუშელ თრუზე” დაწერა და გაერთიანების ქვეყნებს ახალი სავალუტო ერთეულის შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ახალი ვალუტის და მასთან ერთად გლობალური ფინანსურ საგადასახადო სისტემის შექმნის ინიციატორი რუსეთია. პლატფორმა, სახელწოდებით „ბრიკს ბრიჯი“ მოსკოვმა ჯერ კიდევ ივნისში დააანონსა. საკითხზე ყაზანში გამართულ სამიტზე იმსჯელეს. გავრცელებული ცნობით ახალი ვალუტისა და საგადასახადო სისტემის შექმნით რუსეთი მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ამერიკის შეერთებული შტატების დომინირების შესუსტებას ცდილობს
