ახალი საბავშვო ბაღი
თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა. ნომერ 50-ე საბავშვო ბაღი ეგრეთ წოდებულ ზაჰესის დასახლებაში შენდება. საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანი იქნება და 230 აღსაზრდელს მოემსახურება.
