პრემიერ მინისტრის განცხადებით, ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო ცალკეული ინციდენტები
პრემიერ მინისტრის განცხადებით, ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო ცალკეული ინციდენტები. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია, ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა. შესაბამისად, მისი განცხადებით, გამოძიებაც უნდა წარიმართოს ორივე მიმართულებით. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში.
