გუშინ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოში "ნაცმაიდანი" ვერ შედგება
გუშინ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოში "ნაცმაიდანი" ვერ შედგება. განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, ოთხი პოლიტიკური პარტიის სახით წარმოდგენილ მეხუთე კოლონას ეკისრება. მისივე თქმით, მესამე წელია კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ.
