კიმ ჩენ ინი: უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების უფლების მიცემით შეერთებული შტატები უკრაინის ომში ჩაერთო
უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების უფლების მიცემით შეერთებული შტატები უკრაინის ომში ჩაერთო. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. „ვაშინგტონმა კიევი აიძულა, რუსეთის ტერიტორიაზე მიეტანა იერიში. ამიტომ, რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ მტრულ ძალებს თავდასხმებისთვის მაღალი საფასური გადაახდევინოს. რუსეთის ბრძოლა იმპერიალისტებისგან თავდაცვაა და ამ ბრძოლაში ჩრდილოეთ კორეა და მისი არმია ყოველთვის რუსეთს დაუჭერს მხარს” - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა
