აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, შეკრება გუშინ საღამოს საათებში დაიწყეს და გამთენიამდე გაგრძელდა
აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, შეკრება გუშინ საღამოს საათებში დაიწყეს და გამთენიამდე გაგრძელდა. იყო არაერთი მოწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თუმცა პროტესტი გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდამცველებს ესროდნენ სხვადასხვა ნივთებს, პირო ტექნიკას. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილას კოცონი ჰქონდათ დანთებული. დაშავდნენ პროტესტის მონაწილეები, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი და სამართალდამცველები
