დმიტრო კულება: თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ომს წავაგებთ
„თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ომს წავაგებთ“ - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ფაინანშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. „გვაქვს თუ არა დღეს საშუალებები და ინსტრუმენტები, რომ შევცვალოთ ვითარება და შევცვალოთ მოვლენების ტრაექტორია? არ გვაქვს. და თუ ასე გაგრძელდა, ომს წავაგებთ“ - აღნიშნა კულებამ
