ზურაბიშვილი მილევად რეჟიმში
სალომე ზურაბიშვილი ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯებს. კომენტარს აკეთებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანიც. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ როდესაც ზურაბიშვილი პოლიციელს ეძახის რუსს, ის არც პრეზიდენტია და არც ქართველი. ეთნიკური კუთვნილება არ ნიშნავს ქართველობას - აცხადებს მდინარაძე და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლზე ამახვილებს ყურადღებას
