პროტესტი 24 საათის წინ
როგორ იქცა მოქალაქეთა შეკრება ძალადობად? გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე უკვე ბარიკადები გაჩნდა და ცეცხლი აინთო. გაჩნდა ძალადობრივი გეგმა, ინტერნეტ-სივრცეში მსხვერპლის საჭიროებაზეც ალაპარაკდნენ. უკონტროლო ჯგუფები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებმაც საღამო ხმამაღალი განცხადებებით დაიწყეს, ისევ კულისებში გადაინაცვლეს. საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად სხვადასხვა საშუალება გამოიყენეს, მათსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ სამართალდამცველები, ჟურნალისტები, ოპერატორები
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
