„საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა
„საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება გადადგამს ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ერთადერთი პრაქტიკული შედეგი ექნება. მისი თქმით, მოლაპარაკებების გახსნით შანტაჟი უნდა დასრულდეს