ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე 109-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე 109-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია. ამ ეტაპზე,მიმდინარეობს ფასადის მოწყობა, ასევე შიდა რემონტი. ძველი შენობის დემონტაჟი ავარიულობის გამო გასულ წლებში განხორციელდა. ბაღი 600-ზე მეტი აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი. მიმდინარე სამუშაო თბილისის მერმა დაათვალიერა.
