რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, ოპერატორები, სამართალდამცველები
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, ოპერატორები, სამართალდამცველები. საპროტესტო აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში 33 ადამიანი გადაიყვანეს - ის პირები, რომლებმაც უშუალოდ მიმართეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
