სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურად ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
