„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი ოპოზიციამ და გარე პოლიტიკურმა აქტორებმა შანტაჟისა და რადიკალიზაციის საგნად აქციეს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი ოპოზიციამ და გარე პოლიტიკურმა აქტორებმა შანტაჟისა და რადიკალიზაციის საგნად აქციეს. ევროკავშირისადმი მიმართვასთან დაკავშირებით მმართველი პარტია შეფასებებს აკეთებს. სახელისუფლებო გუნდის თქმით, მომდევნო წლებში ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 2030 წელს საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
