რუსეთი განადგურების ყველა საშუალებას გამოიყენებს, თუ უკრაინა ბირთვულ იარაღს მიიღებს
რუსეთი განადგურების ყველა საშუალებას გამოიყენებს, თუ უკრაინა ბირთვულ იარაღს მიიღებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, თუ უკრაინას რომელიმე ქვეყანა ბირთვულ იარაღს გადასცემს, ამით მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ვალდებულებას დაარღვევს, რაზეც რუსეთს სათანადო რეაგირება ექნება.
