ევროპა ლიგის მეხუთე ტურში „ლიონმა“ სტუმრად „ყარაბაღი“ 4:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა
ევროპა ლიგის მეხუთე ტურში „ლიონმა“ სტუმრად „ყარაბაღი“ 4:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი, გიორგიმ დუბლი შეასრულა. მიქაუტაძემ ევროტურნირებზე კარიერაში პირველი გოლები გაიტანა. „ლიონი“ ევროპა ლიგაზე ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 დეკემბერს, „აინტრახტს“ უმასპინძლებს.
