გერმანიის თავდაცვის მინისტრი პოლონეთში „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების ინიციატივით გამოვიდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი პოლონეთში „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების ინიციატივით გამოვიდა. ბორის პისტორიუსის თქმით, ამით ლოგისტიკური კვანძის დაცვა გახდება შესაძლებელი, საიდანაც უკრაინას დასავლური იარაღი მიეწოდება. გეგმის მიხედვით, პოლონეთში „პეტრიოტების“ 3 ბატარეა ახალი წლიდან უნდა განლაგდეს. პისტორიუსის გეგმას მიესალმება პოლონეთის თავდაცვის მინისტრი.
