რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა. საბავშვო ბაღი 125 აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი. მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ჯამში, 43 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მუშაობს. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
