მმართველი გუნდის ევროკავშირისადმი მიმართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება
მმართველი გუნდის ევროკავშირისადმი მიმართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი ოპოზიციამ და გარე აქტორებმა შანტაჟისა და რადიკალიზაციის საგნად აქციეს. სახელისუფლებო გუნდის თქმით, მომდევნო წლებში ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 2030 წელს საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
