რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის აქცია დასრულებულია - აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა
რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე, რომელიც გუშინ საღამოს შემდეგ, საპროტესტო მუხტის მთავარი ეპიცენტრი იყო აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. ვითარება კი ქვეყნის მთავარ გამზირზე ღამის საათებში გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, შეკრება საღამოს საათებში დაიწყეს. პროტესტი მალევე გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
