დეზინფორმაცია ბრძოლის იარაღად
კოორდინირებული თავდასხმა შალვა პაპუაშვილზე და რადიკალების მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ოპონენტებმა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯეს და სპეკულაციისთვის გამოიყენეს. „თუ ევროკავშირში დღეს გავწევრიანდით, ჩათვალეთ რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა”. რადიკალები შალვა პაპუაშვილის სწორედ ამ წინადადებას იყენებენ. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ამ სიტყვების შემდეგ იქვე განმარტა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად სრულად 2030 წელს იქნება და ქვეყანა გეგმას მიყვება. ცნობისთვის, ევროგაერთიანების წევრობა გარკვეული ეკონომიკური თავისუფლების დათმობასაც გულისხმობს, რაც სხვადასხვა პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გადახედვას ან გაუქმებას გულისხმობს. ის რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს სტრატეგიული და მნიშვნელოვანი მიზანია, ეს ჯერ კიდევ 2017 წელს “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციაში ასახა
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
