ევროკავშირმა სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო
ევროკავშირმა სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო. ის რომ დოკუმენტი არასავალდებულოა, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტის არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუციის ტექსტში შესწორება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლების გამოყენებისა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციაში საუბარია არჩევნების არ აღიარებაზე, ხელახალ არჩევნებზე, კონკრეტული პოლიტიკოსების სანქცირებაზე, რეზოლუციაში წერია მთავრობისთვის გამოყოფილი დახმარების შეჩერებაზე. გმობენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს საქართველოში. ითხოვენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. სტრასბურგში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ თინა ბოკუჩავა, ნიკა გვარამია და კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ამ ჩანაწერების გატანაზე მუშაობდნენ.