„მთავარი საზრუნავი არის საქართველო“ - პრემიერ-მინისტრის განცხადებით სწორედ ეს არის სამთავრობო პროგრამის შინაარსი, სადაც ასახულია ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი
„მთავარი საზრუნავი არის საქართველო“ - პრემიერ-მინისტრის განცხადებით სწორედ ეს არის სამთავრობო პროგრამის შინაარსი, სადაც ასახულია ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ირაკლი კობახიძემ ორი ეროვნული ამოცანის - ტერიტორიული მთლიანობისა და სიღარიბის განულების შესახებ ისაუბრა. საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ეკონომიკას. განაცხადა, რომ უმუშევრობის დონე 2028 წლისთვის ოთხ პროცენტს უნდა ჩამოსცდეს. მიმოიხილა ინფრასტრუქტურული პროექტები. ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებები. განაცხადა, რომ გაგრძელდება ჯარისა და პოლიციის გაძლიერების პროცესი. პრემიერის თქმით, უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება
