პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. პლენარულ სხდომაზე 84 დეპუტატმა მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. მთავრობის დამტკიცების შემდეგ პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. შეაფასა სამთავრობო პროგრამა, ახალი გუნდის შემადგენლობა. სამომავლო ხედვებსა და უწყებების საქმიანობაზე ისაუბრეს მინისტრებმა
