საფეხბურთო კლუბმა “იბერიამ” საქართველოს ჩემპიონობის ვადაზე ადრე გაფორმების შანსი ხელიდან გაუშვა
საფეხბურთო კლუბმა “იბერიამ” საქართველოს ჩემპიონობის ვადაზე ადრე გაფორმების შანსი ხელიდან გაუშვა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის გუნდი მიზანს მიაღწევდა, თუმცა ფოთის “კოლხეთთან” გამართული შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. მე-7 წუთზე მასპინძლები გიორგი კოხრეიძემ დააწინაურა, რასაც ზუსტი დარტყმით 73-ე წუთზე გიორგი ახალაძემ უპასუხა. იმავე კოხრეიძეს გამარჯვების ბურთის გატანა შეეძლო, თუმცა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე პენალტი ვერ გამოიყენა. კვირას, 1 დეკემბერს, “იბერია” “გაგრას” შეხვდება და მოგების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.
