„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის გამო გააკრიტიკა
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის გამო გააკრიტიკა. იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორმა განაცხადა, რომ კონგრესს სპეციალურ კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც შეეცდება ჰააგის სასამართლოს ორდერი აღასრულოს. ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერ - მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები 21 ნოემბერს გასცა.
