ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტა რეგიონულ კონფლიქტში, იმედის პირველი სხივია
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტა რეგიონულ კონფლიქტში, იმედის პირველი სხივია. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა და მხარეებს შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გუშინ, დილის 4 საათიდან ამოქმედდა.
